რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ 68 წლის სთივენ ტაილერი 28 წლის მეგობარ გოგოზე, ეიმი ენ პრესტონზე ქორწინდება. წყვილის გეგმები საჯარო გახდა მას შემდეგ, რაც ისინი ერთ-ერთ ღონიეძიებაზე ერთად გამოჩნდნენ. როკერის ახალი რჩეული კამერების წინ დიდი სიხარულით პოზირებდა და არც ნიშნობის ბეჭედს მალავდა.
აიმეს ხელოვნების სფეროში აქვს განათლება მიღებული და სთივენის ასისტენტად მუშაობა 2012 წელს დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ტაილერი ახალგაზრდულად გამოიყურება და მისი სტილი, როგორც ყოველთვის, გამორჩეული და უზადოა.