ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების, „ოსკარის“ ცერემონიას პირველად წაიყვანს 2017 წლის თებერვალში.
The Hollywood Reporter-ის ცნობით ტელეარხმა ABC, რომელსაც დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლიაციის უფლება 2028 წლამდე 75 მილიონ დოლარად აქვს ნაყიდი, წამყვანად კიმელის დანიშვნა დაჟინებით მოითხოვა.
2016 წელს შოუს მაყურებელთა რიცხვი საგრძნობლად დაეცა, ამიტომ ტელეარხი ცდილობს, ცერემონია უფრო საინტერესო და ცოცხალი გახადოს.