ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone 2016 წლის საუკეთესო ტელესერიალებისა და ტელეგადაცემების სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე კომედია „ატლანტა“ გავიდა, ამბავი ორ ძმაზე, რომლებიც ცდილობენ ცნობილი რეპერები გახდნენ. მეორე ადგილზეა სერიალი “დანაშაულებათა ამერიკული ისტორია“, მესამეზე კი - „უცნაური ამბები“, მთავარ როლში უაინონა რაიდერით.
ასევე, ტოპ-ათეულში შევიდა: „შავი სარკე“, „ყველა საქმეში სამანტა ბისთან“, „ამერიკელები“, „სამეფო კარის თამაშები“, „ფლიბერგო“, „ნარინჯისფერი - სეზონის ჰიტი“. ათეულს ტელეგადააცემა „გასული კვირის მოვლენები ჯონ ოლივერთან ერთად“.