34 წლის ედი რედმეინი და მისი მეუღლე ჰანა ბეგშოუ ბრიტანეთის დედოფალს მიღებაზე ესტუმრნენ. ვიზიტის მიზეზი მსახიობის შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობისთვის მედლით დაჯილდოება გახდა. რედმეინის თქმით, დედოფალი დაინტერესდა კინო უფრო ახლობელი იყო მისთვის, თუ თეატრი.
„მე ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმიანობას ვეწევი რაც მაინტერესებს და კარგად გამომდის, ეს ისეთი იშვიათია“ - აღნიშნა მსახიობმა. რედმეინი ჟურნალისტებს საკუთარ ქალიშვილზეც ესაუბრა, რომელიც წყვილს სულ ახლახანს შეეძინა.