კრისთენ სტიუარტმა The Rolling Stones-ის ახალი კლიპში ითამაშა. ვიდეო სიმღერაზე Ride ‘Em On Down გადაიღეს ჯგუფის ახალი ალბომისთვის Blue And Lonesome. ეს სიმღერა ედი ტეილორის 1955 წლის კომპოზიციის ქავერია.
„მარტივად დამიყოლიეს. The Stones, 1965 წლის „მუსტანგი“, ლოს-ანჯელესი. გადაღებები ისეთივე არაჩვეულებრივი იყო, როგორც თავად იდედა“ - საკუთარი შთაბეჭდილება გაგვიზიარა კრისთენ სტიუარტმა.
ალბომი Blue And Lonesome უკვე ხელმისაწვდომია.