საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ეს სასიხარულო ამბავი მინისტრმა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
თეა წულუკიანმა Facebook-ის პირად გვერდზე ქორწინების მოწმობისა და მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!
მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.
ნუგზარ კაკულია მეუღლეზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.