3 დეკემბერს თბილისის მე-17 საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართა და ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა.
საერთაშორისო კონკურსის ფილმებს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი იყო. ჟიურის წევრები იყვნენ იტალიელი რეჟისორი დავიდე ფერარიო, გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, შვედი კინომცოდნე ევა გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.
თბილისის მე-17 საერთაშორისო ფესტივალის ოქროს პრომეთეს მფლობელი გახდა რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ( საქართველო ), ვერცხლის პრომეთე იანივ ბერმანის ფილმს "პატარა ადამიანების მიწას" ( ისრაელი ) ერგო, ხოლო ქართული პანორამის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი : რეზო ესაძე "თვე, როგორც ერთი დღე"
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - ვატო კუნცევ-გაბაშვილი „Life is Be"
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: გიორგი თოდრია - "დაკარგული სოფელი"
სპეციალური აღნიშვნა - ხათუნა ხუნდაძის "ჩვენი წელთაღრიცხვით 2015"
სპეციალური აღნიშვნა- სალომე ჯაშის "დაისის მიზიდულობა"