ფრანგული პოეზიის ყველაზე ცნობილი იარაღი პარიზში, ქრისტის აუქციონზე 434,500 ევროდ გაიყიდა. ეს წორედ ის იარაღია, რომლითაც პოლ ვერლენმა არტურ რემბოს მოკვლა სცადა.
7-მილიმეტრიანი რევოლვერის ფასი, რომელმაც რამის მსოფლიო ლიტერატურის ისტორია შეცვალა, აუქციონზე სამშაბათს გამოიტანეს.
ვერლენმა იარაღი ბრიუსელში 1873 წლის 10 ივლისს შეიძინა, როდესაც რემბოსთან 2-წლიანი რომანის დასრულება გადაწყვიტა. 29 წლის პოეტმა ახალგაზრდა მეუღლე და შვილი რემბოს გამო მიატოვა, რომელიც შემდეგ თაობების სათაყვანებელ სიმბოლოდ იქცა.