გუშინ, 30 ნოემბერს პარიზში Victoria's Secret-ის 21-ე ჩვენება გაიმართა. გრან-პალეში გაშლილ პოდიუმზე ათეულობით მოდელმა გაიარა, მათ შორის, დებმა ჰადიდებმა, ქენდალ ჯენერმა, ირინა შეიკმა, ადრიანა ლიმამ, ალესანდრა ამბროზიომ, სარა სამპაიომ, ჟასმინ ტუკსმა და სხვებმა.
შოუ, ტრადიციულად, მუსიკალური ნომრების თანხლებით გაიმართა. ამჯერად, ანგელოზების გვერდით პოდიუმზე ლედი გაგა, ბრუნო მარსი და The Weeknd გამოვიდნენ.
შოუს შემდეგ სტუმრები წარმატებული ჩვენების აღსანიშნავად, წვეულებას დაესწრნენ.