2013 წელს Google Earth ახალი დამატება Timelapse გაუჩნდა, რომლის დახმარებით შესაძლებელია ვნახოთ როგორ იცვლება პლანეტის ზედაპირი წლიდან წლამდე. ამისათვის დედამიწის კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოიყენება, რომელიც ფოტოკადრებისგან ვიდეოდ ფორმატირდება.
გუშინ Google-მა სერვისი განაახლა და უკანასკნელი ოთხი წელი დაამატა. ამისთვის პროექტის გუნდს 5 მილიონამდე ფოტოს გადარჩევა მოუწიათ.
სამუშაოს შედეგად 25 მილიონზე მეტი ვიდეოკლიპი შეიქმნა, რომლებიც დედამიწის ზედაპირის ცვლილებას 1984 წლიდან 2016 წლამდე აჩვენებს.
გარდა ამისა, კომპანიამ YouTube-ზე 193 ვიდეო ატვირთა, რომლებზეც ყველაზე მასშტაბური ცვლილებებია აღბეჭდილო, ძირითადი აქცენტი არალის ზღვის დაშრობაზე კეთდება.