1 დეკემბერს, 19:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, რიგით მეოთხე საზეიმო გამოფენა „1+70 უცნობი“ გაიხსნება.
წელს ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სრულიად უცნობი გრაფიკული ნამუშევრები იქნება გამოფენილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. მიმდინარე წელს მხატვრის იუბელესთან დაკავშირებით უკვე სამი გამოფენა გაიმართა.
მხატვრის საიუბილეო წელს, მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია დაარსდა, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.