სამი სახეობის ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.
ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა და მისი მთავარი მიზანი იყო ხაზი გასმოდა ქართული დამწერლობის ანბანის სამ სახეობას (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) რომლებიც თანამედროვე რეალობაშიც ჰარმონიულ თანაარსებობას განაგრძობენ.
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი. მანამდე UNESCO-ს ამ სიაში ქართული ფოლკლორი და ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.