ერთი კვირის წინ გავრცელდა ამბავი, რომ ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ. ამბობენ, რომ ქეითი ქორწინებაზე უარს ამბობდა. თუმცა, ახლახანს წყვილი ნიუ-იორკში, UNICEF-ის მეჯლისზე ერთად გამოჩნდა და საზეიმო ვახშმის მერეც არ დაშორებულან.
ხმებს, წყვილის დაშორების შესახებ ის ფაქტიც აბათილებს, რომ მადლიერების დღე ქეითიმ და ორლანდომ ერთად გაატარეს. მოგვიანებით, თაყვანისმცემლებმა ქეითის თითზე ყვითელი ბრილიანტით მორთული ბეჭედი შენიშნეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და წყვილს ერთად ან ცალ-ცალკე ბედნიერება ვუსურვოთ.