გუშინ, 29 ოქტომბერს კლუბ „ფრონტლაინში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ინიციატივით კატო მიქელაძის პრემია ეკატერინე სხილაძეს გადაეცა.
ეკატერინე სხილაძე პროფესიით იურისტია და ამჟამად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსია. ის მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ოჯახური ძალადობა, ქალთა შრომითი უფლებები, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება. ასევე, ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.