30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში ფრანსუა ტრიუფოს ქართულ ენაზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია შედგება.
პრეზენტაციას საფრანგეთში მოღვაწე კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტი ქართველ რეჟსორთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან ერთად უმასპინძლებს.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, 21:00 საათზე სტიუარტი მაყურებელს ფრანსუა ტრიუფოს ფილმს „ამერიკული ღამეები“ წარუდგენს, სადაც თავადაც მონაწილეობს.
ალექსანდრა სტიუარტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები ტრიუფოს ფილმებიდან იცნობენ, წლევანდელი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა.
ღონისძიებები თბილისი მე-17 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იმართება.