თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული და პოპულარული არასაკონკურსო სექცია, „ევროპული ფორუმი" წლის ყველაზე გამორჩეულ, მრავალფეროვან და საინტერესო 20 ევროპულ ნამუშევრებს აერთიანებს. სწორედ „ევროპული ფორუმის“ ფარგლებში იხილავს მაყურებელი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, ჰიუ ჰადსონის ახალ ფილმს „ალტამირას“. 1 დეკემბერს 14:00 საათზე კი ჰიუ ჰადსონი ქართველ რეჟსორთან დიტო ცინცაძესთან ერთად მასტერ-კლასს ჩაატარებს, სადაც კინომოყვარულებს თავისი შემოქმედების შესახებ უამბობს.
ოსკაროსანი რეჟისორის 2016 წლის ნამუშევარი ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით მე-19 საუკუნეში გვაბრუნებს და იმ მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელმაც ალტამირას გამოქვაბულები აღმოაჩინა.
ღონისძიებები იმართება თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფეტსივალის ფარგლებში, რომელიც 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით კინომოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.