KEEPING UP WITH THE KARDASHIANS - კარდაშიანების ოჯახური რეალითი-შოუს გადაღება TMZ-ის ცნობით, წლის ბოლომდე შეჩერდა.
გადაცემაზე მუშაობა კიმის პარიზის ყაჩაღობის შემდეგ შეწყდა. გამოცემის ცნობით, გადაღებები წლის დასაწყისამდე არ აღდგება და შესაძლოა უფრო მეტი ხნით გადაიდოს. ეს ფაქტი ქანიე უესთის ჰოსპიტალიზაციასაც უკავშირდება. ასევე, ამბობენ, რომ კიმმა „ყველაფერი უნდა გაიზროს“, თუმცა ეს რას ნიშნავს და რა შედეგს მოიტანს, ჯერ არავინ იცის.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, პროდიუსერებს საკმარისი მასალა აქვთ ახალი სერიების გამოსაშვებად.