მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორ რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლის "ქალაქი N" პრემიერა შედგება. სპექტაკლის დადგმა განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. სპექტაკლი ქალაქის ერთი უბნის ცხოვრებას აღწერს, სადაც მოქმედი პირები არიან სხვადასხვა პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე “წამყვანის”-“ილუზიონისტის” დახმარებით ჩნდებიან.
პრემიერა 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს დაგეგმილი, მონაწილეობენ: რუსუდან ბოლქვაძე, თემო გვალია, ლია კაპანაძე, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე და სხვები.