თბილისი მე-17 საერთაშორიშო ფესტივალი ფილმებზე არანაკლებ საინტერესო შეხვედრებს გთავაზობთ. OK!-მ იმ ვორქშოპებისა და პრეზენტაციების სია შეადგინა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია.
29 ნოემბერი
14:00 – 15:30 „სეტ-დიზაინის როლი და მნიშვნელობა კინემატოგრაფში“, მასტერკლაში ფრანჩესკა ბოკასთან ერთად.
ადგილი: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას N14
30 ნოემბერი
19:00 ფრანსუა ტრიუფოს წიგნის პრეზენტაცია, ნუცა-ალექსი მესხიშვილთან და ალექსანდრა სტიუარტთან ერთად.
21:00 ფრანსუა ტრიუფოს ფილმის, „ამერიკული ღამეების“ ჩვენება
ადგილი: კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2