ჟურნალმა Forbes ამერიკული კინოგაქირავების ყველაზე ლამაზი საშობაო ფილმები დაასახელა.
სიის პირველ ადგილზეა კომედია „მარტო სახლში“ (1990) მთავარ როლში მაკოლეი კალკინით, რომელმაც 285,76 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა.
მეორე ადგილი 2000 წელს გადაღებულმა ფილმმა „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, მესამე პოზიცია კი „პოლარულმა ექსპრესმა“ დაიკავა.
მომდევნო ადგილებს ინაწილებენ: „მარტო სახლში 2“(1992), „ელფი“(2003), „სანტა კლაუსი“(1994), „სანტა კლაუსი 2“(2002), „საშობაო ისტორია“(2009), „ოთხი შობა“(2008) და „სანტა კლაუსი 3“ (2006).