იტალიერ-ამერიკელმა ფოტოგრაფმა სანტე დორაციომ წიგნი გამოუშვა, სადაც ცნობილი მოდელებისა და მსახიობების უცნობი ფოტოები შევიდა. გამოცემის გვერდებზე ანჯელინა ჯოლი, ქეით მოსი, ქრისთი თარლინგტონი, კლაუდია შიფერი და სხვა ვარსკვლავები პოზირებენ.
მათ გარდა, წიგნში მიკ ჯაგერისა და ჯონის დეპის ფოტოებიც გამოქვეყნდა.
დორაციო ხშირად Polaroid-ის კამერით იღებდა, როდესაც Vogue-ისთვის, Vanity Fair-ისთვის და სხვა ცნობილი გამოცემებისთვის სატესტო ფოტოებს აკეთებდა. ფოტოგრაფმა წიგნისთვის 105 ფოტო შეარჩია.