ბელა სვონის ბეჭედი ფილმიდან „ბინდი“ ჰოლივუდში, თემატურ აუქციონზე 17 ათას დოლარად გაიყიდა. აუცქიონში ათასზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მონაწილეობდა.
აუქციონი ორ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში 758-ათასიანი მოგება მოიტანა. ბელა ნიშნობის ბეჭდის გარდა 13,2 ათას დოლარად ჭადრაკის ნაკრები გაიყიდა.
აუქციონზე ნივთები „ბინდის საგის“ ხუთივე სერიიდან გამოიტანეს.