ჯო კორმა, Sex Pistols-ის აწ გარდაცვლილი მენეჯერის მალკოლმ მაკლარენის და დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ვაჟმა საკულტო ბრიტანული ბენდის კუთვნილი ნივთები საჯაროდ დაწვა. კორის თქმით, ეს არის თანამედროვე მუსიკალური მეინსტრიმის მიმართ გამოხატული პროტესტი. ნივთების საერთო ღირებულება 5-დან 10 მილიო ევროს შეადგენს.
კორმა აქცია ჯგუფის სადებიურო ალბომის Anarchy in the UK გამოსვლიდნ 40 წლის იუბილეზე, ტემზაზა მოცურავე ნავზე მოაწყო. აქციის ჩანაწერი დოკუმენტური ფილმის ნაწილი გახდება.
კორის თქმით, „პანკი მოკვდა და დროა რამე ახალზე ვიფიქროთ“.