ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმზე გადაღებული სერიალის მეოთხე სეზონიდან ექვში ფოტო გავრცელდა.
კადრში, ძირითადად, უოტსონების წყვილის ბავშვი და მორიგი ბოროტმოქმედი - კალვერტონ სმითი მოხვდნენ. როგორც „შერლოკის“ პროდიუსერმა, სთივებ მოფანმა განაცხადა, ახალი პერსონაჟი „ჭეშმარიტი ბოროტებაა“.
მეოთხე სეზონის პრემიერა 2017 წლის 1 იანვარსაა დაგეგმილი. ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის სახელწოდებაა The Six Thatchers, ხოლო მეორეს - The Lying Detective.