ბრიტანელმა მსახიობმა დენიელ ბეიქერმა ვინსენტ ვან გოგის ორეულების კონკურსში გაიმარჯვა.
BBC-ის ცნობით, მხატვრის ორეულზე „ძებნა“ კანადელმა მწერალმა, დუგლას ქოუფლენდმა გამოაცხადა. გამარჯვებულის სახეს ვან გოგის ბრინჯაოს ქანდაკებაში „ჩამოსახამენ“.
კონკურსში „მე - ვინსენტი“ მონაწილეობა 1,3 ათასმა ადამიანმა 37 ქვეყნიდან მიიღო. მხატვარს ყველაზე მეტად ბრიტანული დორსეტის მკვიდრი, 35 წლის ბეიქერი გავს, რომელიც ჯილდოდ 5000 ევროს მიიღებს.
ვან გოგის ბრინჯაოს ქანდაკება „წითურების“ სერიიდან პირველი იქნება. ბიუსტს ფართო საზოგადოებას 2017 წელს წარუდგენენ.