The Sun იუწყება, რომ რეალითი-შოუს ვარსკვლავმა მადლიერების დღე მეუღლის, ქანიე უესთის გარეშე აღნიშნა, რომელიც კვლავ საავადმყოფოში, კალიფორნიაშია.
კიმმა დროებით დატოვა მეუღლე, რომელიც ძილისა და გაუწყლოებისგან გამოწვეული დროებითი ფსიქოზის დიაგნოზით მკურნალობს და ოჯახის წევრებს შეუერთდა. სადღესასწაული ვახშმის დიასახლისი 19 წლის ქაილი იყო, სტუმრები კი ქენდალ და კრის ჯენერები და ოჯახის სხვა წევრები.
ვახშმის შემდეგ კიმი საავადმყოფოში დაბრუნდა.
იგივე წყაროს ცნობით, ქანიეს მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
ცნობილია, რომ ლედი გაგამ საზოგადოებას ქანიეზე ხუმრობაზე თავშეკავებისკენ მოუწოდა.