ბრიტანელი ფოტოგრაფი დევიდ ჰამილტონი 83 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ჰამილტონი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს და თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხული არ არის.
ჰამილტონი ცნობილი შიშველი გოგონების ფოტოებით გახდა. მას ხშირად ბავშვთა პორნოგრაფიაში და მოდელებზე ძალადობაშიც ადანაშაულებდნენ.
2005 წელს სურეის საგრაფოს პოლიციამ ფოტოგრაფის წიგნები არაკანონიერად გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს, რომ ჰამილტონის ნამუშევრების აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.