კუბის რევოლუციის ლიდერი ფილდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ძმამ, რაულ კასტრომ განაცხადა.
ფიდელ კასტრო სახელმწიფო საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მეთაურის პოსტს 30 წლის განმავლობაში, 1976 წლიდან იკავებდა. ის ასევე, ქვეყნის მთავარსარდალი იყო და ნაციონალური თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა.
ფიდელმა საკუთარი უფლემა-მოსილება ძმას, რაულს 2006 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადასცა.