ფილმი მარტინ სკორსეზეს პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია 2013 წლის შემდეგ. ისტორიული დრამის, „სიჩუმის“ მოქმედება XVII საუკუნეში ხდება. სიუჟეტის ცენტრში ორი პორტუგალიელი მისიონერია, რომლებიც იაპონიაში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით მოგზაურობენ. მათ დევნიან და აწამებენ.
ფილმს საფუძვლად იაპონელი მწერლის სიუკასო ენდოს რომანი უდევს. მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი, ადამ დრაივენი და ლაიამ ნისონი ასრულებენ.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 26 იანვარსაა დაგეგმილი.