Forbes-მა წლის შედეგები შეაჯამა და 2016 წლის „ჰოლივუდის ჩავარდნების სია“ შეადგინა, რომელშიც ყველაზე წარუმატებელი ფილმები შევიდნენ. პირველი ადგილი რეჟისორ სთიუარდ ჰენდლერის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის „რკინის მაქსს“ ერგო. ფილმი 11 მილიონი დოლარი დაჯდა, შემოსავალმა კი მხოლოდ 4,4 მილიონი შეადგინა.
მას მოსდევს „ჯონსის თავისუფალი შტატი“ რომელშიც მეთიუ მაკკონაჰი თამაშობს 23 მილიონიანი შემოსავლით, როდესაც ბიუჯეტი ორჯერ მეტი იყო. მესამე პოზიციას „პოპ-ვარსკვლავი: არ შეწყვიტო, არ გაჩერდე“ იკავებს, ენდი სემბერგით მთავარ როლში.
მომდევნო პოზიციებს იკავებენ: „სიამაყე და ცრურწმენა და ზომბები“, „რეტჩეტი და კლარკი: გალაქტიკური რეინჯერები“, “ჯაშუშები მეზობლად“ და „სნოუდენი“.