ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლები და აქციები არ ცხრება. გასულ კვირას მიშელ ობამას დიზაინერმა სოფი თილეტმა კოლეგებს ღია წერილში მოუწოდა, რომ მელანია ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადონ და საკუთარი სამოსი არ ჩააცვან.
თილეტს, რომელიც პირველი ლედის ჩაცმულობაზე უკვე 8 წელია პასუხს აგებს, მხარი დიზაინერების დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა.
ტომი ჰილფიგერმა განაცხადა, რომ მელანია და ივანკა ტრამპებს ძალიან ლამაზ ქალებად თვლის და მათი შემოსვა ნებისმიერი დიზაინერისთვის დიდი პატივია.
ამერიკული ბრენდების Michael Kors, Diane von Furstenberg, Dennis Basso, Carolina Herrera, Thakoon და Rosie Assouline წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.