თეთრ სახლში გამართული ცერემონიის დროს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზდენტო მედალით 21 მსახიობი, ათლეტი, მუსიკოსი და სხვა სახოგადო მოღვაწე დააჯილდოვა. ეს მედალი კონგრესის ოქროს მედალის მსგავსად, უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა და მისი მიღება დიდი პატივია.
დაჯილდოვებულებს შორის არია ელენ დეჯენერისი, რობერტ რედფორდი, ბილ და მელინდა გეითსები, ტომ ჰენკსი, დაიან როსი, მაიკლ ჯორდანი, რობერტ დე ნირო...
“ისინი დამეხმარნენ მე გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ და მეფიქრა პრეზიდენტობაზე“ - ბარაკ ობამამ ასეთი თბილი სიტყვებით გამოხატა მადლიერება დაჯილდოებულების მიმართ.