ყოფილმა მეუღლეებმა ზავი დადეს. მათ უთანხმოება დროებით გადადეს და მადლიერების დღის აღნიშვნას ერთად, ოჯახურ გარემოში აპირებენ. ამის ინიციატორი მათი შვილი, 10 წლის შაილო გახდა, რომელმაც ორივე მშობელს წერილი მისწერა და დღესასწაულის ერთად გატარება სთხოვა. ჯოლი მოლბა და გეგმები შეცვალა. მანამდე, მსახიობი იმუქრებოდა, რომ ბრედ ბავშვების ნახვას შობასაც კი აუკრძალავდა.
ბრედი, რა თქმა უნდა, სიხარულით ცას ეწია და ანჯელინას მადლობა გადაუხადა.