ქანიე უესთი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში ფსიქიატრული შემოწმებისათვის გადაიყვანეს. ის თავისი მწრთვნელის სახლში იმყოფებოდა, როდესაც არაადექვატური ქცევა შეამჩიეს. ჯერ პოლიცია გამოიძახეს, მერე სახანძრო და ბოლოს ბორკილდადებული რეპერი სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქანიესთან დაახლოებულმა პირმა გაამხილა, რომ მომღერალი ძილის დარღვევას უჩიოდა და მისმა ერთ-ერთმა ექიმმა მწრთვნელის სახლში მოინახულა. ვიღაცამ კი პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა...
ქანიეს ჰოსპიტალიზაცია იმ ფაქტს მოჰყვა, როდესაც მომღერალმა სან პაბლოს ტური გააუქმა და ჯეი ზისა და ბიონსესთან სიტყვიერი ომი გააჩაღა.
ქანიეს ინციდენტის დროს მისი საყვარელი მეუღლე კიმი ნიუ-იორკში გამგზავრებას აპირებდა. ეს პარიზის ყაჩაღობის შემდეგ კიმის პირველის გამოჩენა იქნებოდა საზოგადოების წინაშე. მაგრამ ტელეშოუს ვარსკვლავმა ყველაფერი გააუქმა და როგორც ერთგულ მეუღლეს შეჰფერის, ქანიეს გვერდით გაჩნდა.