ცნობილი გახდა, რომ სერიალის “სამეფო კარის თამაშები“ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს მეშვიდე სეზონში ჰონორარი გაუორმაგდათ. ეს სასიამოვნო ამბავი შეეხო კიტ ჰარინგთონს (ჯონ სნოუ), ლინა ჰიდის (სერსეა ლანისტერი), პიტერ დინკლეიჯს (ტირიან ლანისტერს), ნიკოლა კოსტერ-ვალდაუს (ჯეიმი ლანისტერი) და ემილია კლარკს (დეიენერის ტარგარიანი). მათი ხელფასი 1,1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
სერიალის მეექვსე სეზონში მსახიობები 500 000 დოლარს იღებდნენ და მომდევნო სეზონში ჰონორარის ცვლილება არ იგეგმებოდა. გაზრდილი ანაზღაურებით მსახიობები „დიდი აფეთქების თეორიის“ მთავარი ვარსკვალების გვერდით დადგნენ, რომლებიც იგივე თანხას იღებენ.
დანარჩენი პროექტები ბევრად ჩამორჩებიან მათ. მაგალითად, „მოსიარულე მკვდრების“ ენდრიუ ლინკოლნი 650 000 დოლარს იღებს, ხოლო კევინ სპეისი „ბანქოს სახლში“ ნახევარ მილიონ დოლარს სჯერდება.
შეგახსენებთ, “სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 2017 წლის 24 ივნისს გამოვა. ასევე ცნობილია, რომ სერიალის მომდდევნო, მერვე სეზონი ფინალური იქნება.