დღეს, 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, „დედაენის“ ბაღში ხელოვანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება.
სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
სკულპტურის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. მისივე თქმით, უჟანგავი ფილადით შესრულებული სკულპტურა დაახლოებით 3 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლის იქნება. პროექტი თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
სკულპტურული კომპოზიცია დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება.