საქათველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი - „გოსფილმოფონდი“ საქართველოს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს გადმოსცემს.
17 ნოემბერს, სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „გოსფილმოფონდის“ გენერალური დირექტორი ნიკოლაი ბოროდაჩევი და რეჟისორი ლანა ღოღობერიძე უძღვებოდნენ.
პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:
• „ჰოლტზე“ - რეჟისორი ლეო ესაკია;
• „ამერიკანკა“ - რეჟისორი ლეო ესაკია ;
• „ბუბა“ - რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;
• „უკანასკნელ საათს“ - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.