46 წლის რეპერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს. როგორც მისი თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, ჯეი ზი და მისი ვარსკვლავი მეუღლე დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები არიან. ბიონსემ პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციაზე იმღერა და ასევე ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთო.
დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ჯეი ზიმ გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩაერთოს და ბიონსე მას სრულად უჭერს მხარს.
კიდევ უფრო საოცარი ამბავი - გაუგებარია, ისევ მეგობრობენ თუ არა ჯეი ზი და ქანიე უესთი, მაგრამ უკანასკნელმა MTV Video Music Award-ის ცერემონიალზე გამოაცხადა, რომ ისიც აპირებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
წარმოგიდგენიათ კიმი პირველ ლედიდ?