21 წლის ვიქტორია კოჩეროვა ილიას უნივერსიტეტში სწავლობს და სპორტითაა დაკავებული, ყავს ტყუპისცალი და სოფია და სააგენტოებთან IC Model Management da Elite Model Look-თან თანამშრომლობს. ვიქტორიას სიმაღლეა 174 სანტიმეტრი. ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.
ვიქტორიამ 2016 წელს კონკურსში „მის საქართველო“ მიიღო მონაწილეობა და ვიცე-მისის ტიტული დაიმსახურა. „მის მსოფლიოს“ ფინალი ვაშინგტონში, 18 დეკემბერს გაიმართება. კონკურსის Youtube-არხზე ვიქტორიას პრომო ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც კონკურსანტი მშობლიურ ქალაქზე და საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს.
ვიქტორია კონკურსზე ბრენდ „მარიონელას“ წითელი, სვაროვსკის თვლებით მორთული კაბით წარსდგება.