მუსიკოსმა განაცხადა, რომ ნობელის ჯილდოს მისაღებად შვედეთში არ ჩავა.
შვედეთის აკადემიამ, რომელიც ჯილდოს გადასცემს, მიიღო წერილი, რომ „დილანი ცერემონიას ვერ დაესწრება მანამდე არსებული ვალდებულებების გამო. მისთვის დიდი პატივია ჯილდოს მიღება და წუხს, რომ პირადად ვერ მიიღებს“.
მომღერალი ვალდებულია მომავალი წლის ივლისამდე ნობელის ლექცია წაიკითხოს.
75 წლის დილანი პირველი არ არის, ვინც ცერემონიაზე არ გამოჩნდება. მანამდე, 2005 და 2007 წლებში ჰაროლდ პინტერი და დორის ლესინგი ცერემონიაზე არ გამოცხადდნენ.
შეგახსენებთ, ვეტერანი როკ-ვარსკვლავი ნობელის პრემიით „ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისათვის“.
ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია და ბანკეტი სტოკჰოლმში 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების წლისთავზე გაიმართება.