15 ნოემბერს Palazzo Versace Dubai-ის კარი სტუმრებისთვის ფართოდ გაიღო. პალაცო დუბაის ცენტრში მდებარეობს და ტრადიციული იტალიური არქიტექტურისა და არაბული დეტალების უნიკალური ნაერთია. სასტუმროს თითოეული 215 ნომერისათვის ინტერიერის დიზაინი და ავეჯი ექსკლუზიურად დონატელა ვერსაჩემ და მისმა მარჯვენა ხელმა, ალან როვერმა შექმნეს. სასტუმრო მაღალი კოლონებით, კედლებზე და ჭერზე მოხატული ფრესკებით, აუზებით და მოზაიკითაა მორთული.
სასტუმროს საზეიმო გახსნას დონატელა ვერსაჩესთან ერთად მოდელები ნატაშა პოლი, ჰელენა კრისტენსენი და ალესანდრა ამბროსიო დაესწრნენ.