ჯონ ვოიტი, ანჯელინა ჯოლის მამა იმედოვნებს, რომ წყვილი კვლავ ერთად იქნება. როგორც იცით, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი სექტემბრის ბოლოს დაშორდა. მათ საერთო ქონება გაიყეს და ბავშვების მეურვეობაზე ერთმანეთს სასამართლოში ედავებიან. თითქოს უკან დასახევი გზა აღარ არის, მაგრამ ბატონი ვოიტი სხვაგვარად ფიქრობს.
ცოტა ხნის წინ 77 წლის მსახიობმა დუმილი პირველად დაარღვია და ჟურნალისტებს გაუმხილა: „ ვაფასებ შეწუხებულ და მზრუნველ გარშემომყოფებს. იმედი მაქვს, მათ შორის ურთიერთობა მალე გამოსწორდება“.
ცნობილია, რომ ბრედ პიტი ძლიერ განიცდის მეუღლესთან და შვილებთან დაშორებას და ხშირად, გულის გადასაშლელად ყოფილ სიმამრს სტუმრობს. ჯონიც, თავის მხრივ აღნიშნავს, რომ ანჯელინას დედასავით არასტაბილური ხასიათი აქვს. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი-მამა თვლის რომ ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.