საქართველოს დედაქალაქმა ცნობილი იტალიელი დიზაინერების სამოსის გამოფენას უმასპინძლა. მსოფლიო კლასის ბრენდების 70-მდე ექსპონატი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი.
საქართველოში პირველად გამოიფინა იტალიური მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ნიმუშები: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები.
პროექტი იტალიურ კომპანია Galgano&Tota-ს ეკუთვნის და მიზნად იტალიური კრეატიული აზროვნებისა და იტალიაში მოდის სფეროს განვითარების წარმოაჩენას ისახავს. თითოეული გამოფენილი კაბა ცნობილ მოდელს ან მსახიობს ეკუთვნოდა.
გამოფენას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და სხვა ოფიციალური პირებო და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
იტალიური მოდის გამოფენა დამთვარიელებლებისათვის 15 ნოემბერს გაიხსნება და 2017 წლის 10 იანვრამდე გასტანს.