რიანას მეორე კოლექციას Manolo Blahnik-ისთვის სახელად „ველური“ ქვია და Timberland-ის კლასიკური ყელიანი ფეხსაცმლის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. კაფსულ-კოლექციაში სამი მოდელი შევიდა, რომელიც 16 ნოემბრიდან გასაყიდად მზად იქნება.
როდესაც, მიმდინარე წლის მაისში, მომღერლისა და ცნობილი დიზაინერული სახლის პირველი ერთობლივი კოლექცია გაყიდვაში ჩაუშვეს, ონლაინ-მაღაზიამ მუშაობა შეწყვიტა, რადგან ვერ გაუძლო მომხმარებლების დიდ რაოდენობას. ფესხასმელი ოფლაინშიც დაიტაცეს. როგორც ჩანს, არც ახალი კოლექცია იქნება გამონაკლისი.