რეჟისორმა რუპერტ სანდერსმა მასამუნე სიროს წიგნის ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ეკრანიზაცია გადაიღო. ფილმის მოქმედება ახლო მომავალში ვითარდება და მასში პლანეტის ყველა მცხოვრებს ნეირონის იმპლანტი აქვს ჩადგმული. შესაბამისად გახშირდა „პიროვნების გატეხვა“. ბიუროს მე-9 დანაყოფი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის. დანაყოფის ხელმძღვანელია სკარლეტ იოჰანსონის გმირი მოტოკო, რომელიც ერთ-ერთი პირველი 100-პროცენტიანი კიბორგია.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 31 მარტსაა დანიშნული.