ამის შესახებ ერთ-ერთ რეალითი შოუში პოპ-ვარსკვლავის ყოფილმა მეუღლემ, ასევე მომღერალმა ჯეიმს დებარჟმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, მას და ჯენეტს საერთო ქალიშვილი ყავთ, რომელიც დაბადებისთანავე არსაზრდელად ჯანეტის დას, რები ჯექსონს მიაბარეს. ახლა ის 31 წლისაა და სახელად რენე ქვია.
ჯეიმსი ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის წინ მას დაუკავშირდა მისი ქალიშვილი, რომლის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა.
18 წლის ჯენეტი და ჯეიმსი 1984 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ქორწინება სულ სამ თვეს გაგრძელდა. წყვილი ჯექსონების ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით განქორწინდა და ოფიციალურ მიზეზად ჯეიმსის ნარკოდამოკიდებულება დასახელდა.
შეგახსენებთ, ამჟამად ჯენეტ ჯექსონი მილიონერის, უისამ ალ მანას მეუღლეა და ისინი დღე-დღეზე პირველ შვილს ელოდებიან.