თუ აქამდე არ იცოდით, ბელა ჰადიდი და The Weeknd ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მაგრამ, როგორ ჩანს, ბელა თავს მშვენივრად გრძნობს და ამას მისი სამკაულებიც ადასტურებენ.
დაშორებამდე, მოდელი ყელსაბამს წარწერით “Abel” ატარებდა, რადგან The Weeknd-ის ნამდვილი სახელი აბელ ტესფაიეა. რამდენიმე დღის წინ ბელამ ყელსაბამზე შეყვარებულის სახელი საკუთარი სახელით „Bella“ შეცვალა, იმის ნიშნად რომ ის დამოუკიდებელი ქალია.
მოდელი იგივე ყელსაბამით გამოჩნდა Lakers-ის თამაშზე ქენდალ ჯენერთად ერთად.
იმედი გვაქვს, ყოფილ შეყვარებულებს შორის დაძაბულობა არაა და ორივეს დეკემბერში, Victoria’s Secret-ის შოუზე ვიხილავთ.