გუშინ ტრამპების წყვილი თეთრ სახლს ესტუმრა, სადაც დონალდს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შეხვდა. გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 20 იანვარს შეუდგება.
დონალდსა და მელანიას თეთრ სახლში პატარა ექსკურსია მოუწყვეს, შემდეგ დონალდი ბარაკმა კაბინეტში შეიტყუა, მელანიას კი მიშელმა ჩაიზე უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა.