სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრედ პიტს შვილებზე ძალადობის საქმის ყველა ბრალდება მოუხსნა. თუმცა, ყოფილი მეუღლეების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანჯელინა მზადაა დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, რომელიც პიტის დანაშაულს დაამტკიცებს. რა სახისაა ეს მტკიცებულება, ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, მსახიობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ჯოლიმ ბავშვები წაიყვანა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარება გაცილებით უკეთესია, ანჯელინა თვლის, რომ მამასთან განშორების რვა კვირის მანძილზე ბავშვები უფრო ბედნიერები არიან.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი ბავშვებზე სრული მეურვეობის მიღებისთვის იბრძვის.