ხანდახან, ჰოლივუდში ფილმზე ერთად მუშაობა დიდ მეგობრობაში იზრდება. ასე მოხდა ბრედ პიტისა და ჯულია რობერტსის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ჯერ „მექსიკელზე“ და შემდეგ, ოუშენის ტრილოგიაზე ერთად იმუშავეს.
ახალი ფილმის, „მთვარის შუქის“ დახურულ პრემიერაზე ბრედს სწორედ ჯულია ახლდა თან. ეს განქორწინების ეპოპეის დაწყებიდან პიტის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. ჯულია მძიმე წუთებში მეგობარს არ ტოვებდა და მისი რთული განქორწინების ყველა ეტაპზე გვერდში ედგა.
„ბოლო დროს ბრედი ჯულიას ოჯახს ხშირად სტუმრობს, ვახშამზე რჩება და ბავშვებს ეთამაშება. მისთვის რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ მის ცხოვრებაში ასეთი ოჯახურ საღამოები აღარ იქნება“ - თქვა რობერთსის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
გუშინ საღამოს ბრედ პიტი მარიონ კოტიართან ერთად „მოკავშირეების“ პრემიერაზე გამოჩნდა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში მხნედ და მხიარულად გამოიყურებოდა, თუმცა შესამჩნევია, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლო.